მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში, აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული „აპარნობა“ გაიმართა

დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრთან, ირაკლი შატაკიშვილთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან ერთად ესწრებოდა.

დღის მანძილზე მოეწყო კულტურული და სპორტული აქტივობები. გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში, ცხენოსნობასა და
ქართულ ჭიდაობაში.
გამარჯვებული სპორტსმენები სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ „აპარნობა“ ყოველწლიურად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიდან მეორე კვირას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება