მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებაზე: კომისიაზე არ გამოცხადება ისჯება კანონით. არ გამოცხადდნენ და დაისაჯნენ. სად არის პოლიტიკა?

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებაზე: კომისიაზე არ გამოცხადება ისჯება კანონით. არ გამოცხადდნენ და დაისაჯნენ. სად არის პოლიტიკა? და თავად თუ ვინმეს უნდა თავის შეფარება ციხისთვის იმიტომ, რომ მეტი არაფრის თავი არ აქვს, არც არჩევნებში ღირსეული მონაწილეობის, არც შედეგის მიღწევის და ა.შ. ეს მათი საქმეა კომისიაზე გამოცხადდნენ? – არა. არ გამოცხადება დანაშაულია ქართული კანონმდებლობის მიხედვით?-დიახ. დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა და მას სასჯელი მიესაჯა შესაბამისი სასჯელი, მარტივი ამბავია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რადიკალური ოპოზიციის ბრალდებასთან დაკავშირებით, თითქოს კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასჯელს აქვს პოლიტიკური ხასიათი. მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადება ისჯება კანონით. შესაბამისად ის პირები, რომლებიც არ გამოცხადდნენ დაისაჯნენ, თავად თუ ვინმეს უნდა თავის შეფარება ციხისთვის იმიტომ, რომ მეტი არაფრის თავი არ აქვს, არც არჩევნებში ღირსეული მონაწილეობის და არც შედეგის მიღწევის ეს უკვე მათი საქმეა. „პოლიტიკურია პატიმრობა, როდესაც უკანონოდ პოლიტიკური მოტივებით და მიზნებით იჭერენ ადამიანს. ასე ყველაფერზე ლაპარაკი, რომ პოლიტიკურია, კიდევ ერთი ასეთი მარტივი არცერთი საქმე არ ყოფილა. არ გამოცხადება ისჯება კანონით. არ გამოცხადდნენ და დაისაჯნენ. სად არის პოლიტიკა? და თავად თუ ვინმეს უნდა თავის შეფარება ციხისთვის, იმიტომ რომ მეტი არაფრის თავი არ აქვს, არც არჩევნებში ღირსეული მონაწილეობის, არც შედეგის მიღწევის და ა.შ. ეს მათი საქმეა. ეს იგივეა მე რომ წავიდე და ვიღაცას სპეციალურად თავში ჩავარტყა იმისათვის, რომ დამიჭირონ იმიტომ რომ გარეთ არ დამედგომება. ეს თუ უნდა ვინმეს ჩვენ რა გავაკეთოთ? დემონსტრაციულად სახალხოდ ჩაიდინეს დანაშაული რა უნდა ქნა ამ დროს? ან უნდა თქვა, რომ სახელმწიფო არ არსებობს, რასაც სულ იგონებენ, რომ არალეგიტიმურია კომისია, არალეგიტიმურია სახელმწიფო, თქვენ არალეგიტიმურად სხედხართ აქ, მე რომ უმრავლესობის შემდეგ ბრიფინგს ვატარებ ესეც არალეგიტიმურია და საერთოდ ვთამაშობთ ახლა ჩვენ სახელმწიფოში კი არ ვცხოვრობთ. აი ეს უნდათ, სახელმწიფოს ჩამოქცევა უნდათ ან ეს უნდა გაითვალისწინო, ან დანაშაული ჩაიდინეს და მართლები ვყოფილვართ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პატიმრობა ეს არის ფრაზა, აბსოლუტურად სპეკულაციური“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება