მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან კარგად იციან, რომ  ქართული საზოგადოება არ არის მათ მხარეს, შესაბამისად, მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში და ეს გზები  არაკონსტიტუციურია

„მათ ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. ქართული საზოგადოება არ არის მათ მხარეს და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში და ეს გზები არის არაკონსტიტუციური. სწორედ ამიტომაც ვხედავთ იმას, რასაც აფინანსებენ, რაც ხდება ქვეყანაში და რასაც ვებრძვით“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“ის ეთერში ოპოზიციის და რიგი დასავლელი პოლიტიკოსის მხრიდან არჩევნებში არმონაწილეობის მოწოდებებზე საუბრისას.

მისი თმით, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, იპოვოს მათთვის ეფექტიანი საშუალება, არჩევნებსა და ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.
„არჩევნებზე ჩამოსაყალიბებლები არიან, რა სჯობს მათთვის, არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუ არა. ორივე მათთვის წამგებიანია, რადგან როდესაც შენ ტყუილზე აფუძნებ ყველაფერს, როცა ტყუილზე აფუძნებ მთელ შენს სტრატეგიას, რა თქმა უნდა, ეს წამგებიანი იქნება. რეალურად, აქ საუბარია იმაზე, რომ ერთგვარად სიტუაცია ჩიხში შევიდა. იმ შემთხვევაში, თუ მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მოუწევთ, ეს ნიშნავს, რომ ის არჩევნები, რომელსაც არალეგიტიმურს უწოდებდნენ და არ აღიარებენ, გარკვეულწილად უნდა გამართლდეს, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური იყო და ამ არჩევნებს ჰქონდა ლეგიტიმური შედეგები.  ფაქტია, რომ ამ ხალხს არჩევნები არ უნდა. ამიტომაც არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. დღეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადება ვნახე, რომ: „არჩევნების გზით ვერ შევცვლით ხელისუფლებასო“.  როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე და დემოკრატიულ წესებზე, ადამიანებს უნდა მისცე შესაძლებლობა, რომ არჩვენების გზით აირჩიოს ხელისუფლება.“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება