ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს, წლევანდელ ფორუმს გახსნის თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები.
საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა სესიაზე – “რეგიონული თანამშრომლობის გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიაში”.
ფორუმის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.