მაკა ბოჭორიშვილი-იზოლაცია არის ის მიზანი, რომელიც ამოძრავებდა ოპოზიციას საქართველოსთან მიმართებაში, ეს ჩავარდნილი გეგმაა და ცდილობენ, რომ ასე დახატონ, თითქოს რაღაცას მიაღწიეს

იზოლაცია არის ის მიზანი, რომელიც ამოძრავებდა ოპოზიციას საქართველოსთან მიმართებაში, ეს ჩავარდნილი გეგმაა და ცდილობენ, რომ ისე დახატონ, თითქოს რაღაცას მიაღწიეს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობებისა, ვერავინ უარყოფს იმ ფუნქციას, როლს და მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს აქვს.
„იზოლაცია, ეს არის ის მიზანი, რომელიც ამოძრავებდა ოპოზიციას საქართველოსთან მიმართებაში.ეს ჩავარდნილი გეგმაა, რომელიც არ გამოუვიდათ და ცდილობენ, რომ ისე დახატონ, თითქოს რაღაცას მიაღწიეს. სხვათაშორის ამ გეგმის ნაწილი იყო ბევრი პოლიტიკოსის საქციელიც  სხვადასხვა ქვეყნებიდან და სხვადასხვა მოთამაშეებისა საერთაშორისო არენაზე. მიუხედავად ამ მცდელობებისა, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს თავისი როლი, ფუნქცია, მნიშვნელობა. ამას ვერავინ უარყოფს. ადრე თუ გვიან, ყველას მოუწევს იმ გეგმაზე უარის თქმა, რომელიც ოპოზიციის მონაწილეობით დაიწერა საქართველოსთან მიმართებაში და გარკვეულწილად მოიცავდა კიდეც იზოლაციის მცდელობებს. თუმცა, იზოლაცია ვისგან , საიდან, ეს არის წარმოუდგენელი რამ. ჩვენდა სასიხარულოდ და მათდა სამწუხაროდ, ეს არის განუხორციელებელი მიზანი“,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება