ᲛᲐᲙᲐ ᲑᲝᲭᲝᲠᲘᲨᲕᲘᲚᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲪᲔᲜᲢᲠᲐᲚᲣᲠ ᲐᲖᲘᲐᲨᲘ ᲒᲐᲔᲠᲝ-Ს ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲙᲝᲝᲠᲓᲘᲜᲐᲪᲘᲝ ᲝᲤᲘᲡᲘᲡ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲣᲚ ᲓᲘᲠᲔᲥᲢᲝᲠᲡ ᲨᲔᲮᲕᲓᲐ

2025 წლის 30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს განვითარების საკოორდინაციო ოფისის (DCO) რეგიონულ დირექტორთან, გვი იეპ სონთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე,  პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე.

საუბარი შეეხო განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს,  განსაკუთრებით აღინიშნა  რეგიონალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის  კუთხით არსებული გეგმები  და ამ თვალსაზრისით გაერო-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობები. 

ხაზი გაესვა მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნების განხორციელებაში ორგანიზაციის მხარდაჭერას და საქართველოს ხელისუფლების მზაობას  აქტიურად ითანამშრომლოს  აღნიშნული მიზნების იმპლემენტაციის პროცესში, მათ შორის  „გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ხელშეკრულების“  შემუშავების საკითხზე.

ყურადღება ასევე დაეთმო  რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ  ვითარებას.

გაერო-ს წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს ასევე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებთან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება