fbpx

მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილზე: დაიმახსოვრეთ კარგად ქალი, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს, წყალს ასხამს რუსეთის და ყველა იმ მტრის წისქვილზე, ვისაც უნდა, ეს ქვეყანა მუდმივ რყევებში იყოს, არ ჰქონდეს სუვერენული უფლებები და ხან ერთის ჭკუაზე იაროს, ხან – მეორისაზე

დაიმახსოვრეთ ეს ქალი კარგად, ქალი რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს, ქალი, რომელიც ევროპული ფრონტის კი არა, პირდაპირ რუსეთის და საქართველოს ყველა იმ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ვისაც უნდა ეს ქვეყანა მუდმივ რყევებში იყოს, – წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. როგორც ბითაძე აღნიშნავს, ზურაბიშვილს არ უნდა საქართველოს სუვერენული უფლებები ჰქონდეს, შესაბამისად, ისტორია შეაფასებს პრეზიდენტის მოღალატეობრივ და ამპარტავნულ ქმედებებს. “დაიმახსოვრეთ ეს ქალი კარგად, ქალი რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს, ქალი, რომელიც ევროპული ფრონტის კი არა, პირდაპირ რუსეთის და საქართველოს ყველა იმ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ვისაც უნდა ეს ქვეყანა მუდმივ რყევებში იყოს, არ ჰქონდეს სუვერენული უფლებები და ხან ერთის ჭკუაზე იაროს და ხან მეორისაზე. რეალურად, მებრალება, რადგან ერთადერთი შანსი, ისტორიაში ,,პოზიტიურად” დარჩენილიყო მან უკვე გაუშვა, ჰოდა აი ჩემს შვილიშვილებს, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები იქნებიან, ისტორიას რომ შეასწავლიან სკოლაში, ამ ქალზეც იქნება იქ ერთი 2 წინადადება, მის მოღალატეობრივ, დიპლომატიის კუთხით უნიჭო და ამპარტავან ქმედებებზე. დანარჩენი წვრილფეხობა კი – ისტორიის წიგნებში სახელები და გვარებითაც არ იქნებიან მოხსენიებული.” – წერს მაია ბითაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება