fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი-ხალხის რაოდენობა კი არ მაღელვებს, არამედ იმ რაოდენობის სათავეში მოქცეული უცხო ქვეყნის ბატონყმობისთვის და პირადი გამორჩენისთვის მოხტუნავე მავნებელი ლიდერები, რომლებიც მზად არიან ეს ქვეყანა ისევ ქაოსში და კვლავ რუსეთთან უთანასწორო ომში ჩაითრიონ

“ხალხის რაოდენობა კი არ მაღელვებს, არამედ იმ რაოდენობის სათავეში მოქცეული უცხო ქვეყნის ბატონყმობისთვის და პირადი გამორჩენისთვის მოხტუნავე მავნებელი ლიდერები. ლიდერები, რომლებიც მზად არიან ეს ქვეყანა ისევ ქაოსში, კორუფციაში, ადამიანების მიმართ დაუნდობელ ანგარიშსწორება და კვლავ რუსეთთან უთანასწორო ომში ჩაითრიონ”-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ევროპის მარშის” აქციაზე.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რაც შეეხება აქციაზე მყოფი ხალხის რაოდენობაზე აპელირებას, ექსპერტი იხსენებს, რომ სწორედ ხალხის გარკვეულმა რაოდენობამ, დაამხო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება და წამოიწყო ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი; ჩამოიყვანა საქართველოში ედუარდ შევარდნაძე; საბოლოოდ რევოლუციური გზით გადააყენა იგივე შევარდნაძე და გაამარჯვებინა სააკაშვილს, ხოლო შემდგომში, როგორი მმართველობის სისტემა გვქონდა და რაც დამართა მან ამ ქვეყანას ეს იმედია ვიცით.”

მისი თქმით, იმ ხალხს, აქაურსა და უცხოელს, თუ რამის თავი მართლა აქვთ, შეეშვან რევოლუციურ „იდეებს“ და დაელოდონ არჩევნებს, სადაც არამარტო ციფრებს ნახავენ არამედ საქართველოს მოქალაქეების მტკიცე ნამდვილ ნება-სურვილსაც.

“დაუშვათ, გამოვიდა ხალხი გუშინ აქციაზე, რომელიც ჯერ ევროპული მარშის სახელით იყო ცნობილი, მერე კი როგორც მოიმატა ხალხის რაოდენობამ, წამსვე გადააკეთეს ოპოზიციის პროპაგანდისტმა ტელევიზიებმა, ეს რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდა ხალხიო. მეც ვემხრობი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ ნაცების ორგანიზებულ არც აქციაზე და არც მიტინგზე არ მივალ, თუნდაც იმ თაღლითი და მავნებელი ლიდერების გამო, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობაში არაერთხელ არიან ეჭვმიტანილები.
ხალხის რაოდენობას რაც შეეხება, ჩვენი უახლესი ისტორიიდან რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ, რომ სწორედ ხალხის გარკვეულმა რაოდენობამ, 1. დაამხო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება და წამოიწყო ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი; 2. ჩამოიყვანა საქართველოში ედუარდ შევარდნაძე, რომლის არ გადადგომას, რესპუბლიკის მოედანზე ორივე მუხლზე დაჩოქილი ევედრებოდა; 3. საბოლოოდ რევოლუციური გზით გადააყენა იგივე შევარდნაძე; 4. 90 % პროცენტზე მეტი ხმით გაამარჯვებინა სააკაშვილს, ხოლო შემდგომში, როგორი მმართველობის სისტემა გვქონდა და რაც დამართა მან ამ ქვეყანას ეს იმედია ვიცით.
ამიტომ, მე ხალხის რაოდენობა კი არ მაღელვებს, არამედ იმ რაოდენობის სათავეში მოქცეული უცხო ქვეყნის ბატონყმობისთვის და პირადი გამორჩენისთვის მოხტუნავე მავნებელი ლიდერები. ლიდერები, რომლებიც მზად არიან ეს ქვეყანა ისევ ქაოსში, კორუფციაში, ადამიანების მიმართ დაუნდობელ ანგარიშსწორება და კვლავ რუსეთთან უთანასწორო ომში ჩაითრიონ.
ასე, რომ მთავარია ის კი არა, სად რამდენი შეიყრება-შეგროვდება, არამედ ის ვის და რის მხარეს იქნება ეს ხალხი. მე პირადად სიმართლის, კანონის, მორალის, ქართული კულტურის, ტრადიცეიების დაცვის, ქართული მართლმადიდებული ეკლესიისა და საქართველოს მშვიდობიანი განვითარების და სტაბილურობის, მხარეს ვარ! მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურებოდი და ვემსახურები საქართველოსა და მისი სუვერენტეტის განმტკიცების ღირსეულ საქმეს. ვამაყობ, რომ რუსეთის სამხდრო ბაზების გაყვანის საქმეში ჩემი წვლილი შეტანილი მაქვს, ვემხრობი, რა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მინდა რომ ევროპულ ოჯახში ღირსეულად შევიდეთ და არა მონური მორჩილებით. შესაბამისად ვემხრობი ქართულ გამჭირვალობის კანონს, ისეთივეს როგორიც აქვს სხვა ქვეყნებს, თუ მათ აქვთ, ჩვენც უნდა გვქონდეს, თუ ისინი იზღვევენ თავს უცხო ქვეყნის ინტერესებიდან და გავლენისაგან ჩვენც გვაქვს ამის სრული უფლება.
ძალიან თუ დაინტერესდება ვინმე, ჩემსავით ხალხის იმდენად დიდი რაოდენობა ფიქრობს, რომ ჯერ არც ერთ აქციას არ დასიზმრებია. ხოლო იმ ხალხს ვისაც ამის არ სჯერა, აქაურსა და უცხოელს, თუ რამის თავი მართლა აქვთ, შეეშვან რევოლუციურ „იდეებს“ და დაელოდონ არჩევნებს სადაც არამარტო ციფრებს ნახავენ არამედ საქართველოს მოქალაქეების მტკიცე ნამდვილ ნება-სურვილსაც! “- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება