fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერის და ჟურნალისტების შეხვედრაზე: ჟურნალისტის მანტია შემოხვეული 3 პროპაგანდისტი რადიკალი ცდილობდა იაფფასიანი კლოუნადის მოწყობას, რაც არ გამოუვიდათ, შერცხვენილებს ადრიანად მოუწიათ შეხვედრის დატოვება

“ოპოზიციურ სპექტრს აქვს თავისი პროპაგანდის მანქანა, რომლის ძირითადი საქმიანობა აგებულია ტყუილზე, დეზინფორმაციაზე, პანიკის დათესვასა და სიტუაციის დაძაბვა-გამწვავებაზე, ამ პროპაგანდის აპარატში არიან რადიკალები, რომლებიც ჟურნალისტების სახელით საქმიანობენ,” – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში.

ექსპერტის განცხადებით, ჟურნალისტის მანტია შემოხვეული სამი პროპაგანდისტი რადიკალი ცდილობდა დებოშით ცდილობდა კლოუნადა მოეწყო, რაც არ გამოილუვიდათ. მისივე თქმით, პრემიერმა გადაცმული ჟურნალისტები ტყუილში, გაუნათლებლობას და უზრდელობაში ბევრჯერ ამხილა.

“გუშინ 22.00 საათზე პრემიერ მინისტრთან ჩაინიშნა შეხვედრა ტელეჟურნალისტებთან. თუ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის მიმართ გულგრილი არ ხარ ამაზე საინტერესო რა უნდა ყოფილიყო, მითუმეტეს ვიცით, ირაკლი კობახიძე გაწონასწორებული, მშვიდი, განათლებული და მოკლედ რომ ვთქვათ საკმაოდ კომპეტენტური რესპონდენტია. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტებიდან (ცხადია გადაცმულ ჟურნალისტებს არ ვგულისხმობ) საკმაოდ მწვავე და საინტერესო კითხვებიც დაისვა, რაზეც პრემიერმა დამაჯერებელი და არგუმენტირებული კითხვები გასცა. შეხვედრა განსაკუთრებით იმითაც იყო საინტერესო, რომ მოხდა კიდევ ერთი ლუსტრაცია, უფროს სწორედ ეს საზოგადოების უფრო დიდ ნაწილისთვის გახდა ცხადი ის, რაზეც შეიძლება ზოგ-ზოგიერთებს ეჭვი ეპარებოდა: ჩვენ არ გვყავს ღირსეული ჟურნალისტები და გვყავს ჟურნალისტებად წოდებული პოლიტიკოსები. უფრო კარგად, რომ განვმარტო ოპოზიციურ სპექტრს აქვს თავისი პროპაგანდის მანქანა, რომლის ძირითადი საქმიანობა აგებულია ტყუილზე, დეზინფორმაციაზე, პანიკის დათესვასა და სიტუაციის დაძაბვა-გამწვავებაზე, ამ პროპაგანდის აპარატში არიან რადიკალები, რომლებიც ჟურნალისტების სახელით საქმიანობენ. გუშინ ტელემედიასთან შეხვედრის დროს, ჟურნალისტის მანტია შემოხვეული 3 პროპაგანდისტი რადიკალი ცდილობდა შანტაჟისა და დებოშის ფორმატით მცირე, იაფფასიანი კლოუნადის მოწყობას, რაც ცხადია არ გამოუვიდათ შერცხვენილ-დარცხვენილებს (თუ კი ასეთ რამ გააჩნიათ!) ადრიანად მოუწიათ შეხვედრის დატოვება. მე ბევრს არ ვიტყვი იმის თაობაზე, რომ პრემიერმა კობახიძემ რამდენჯერ ამხილა გადაცმული ჟურნალისტები ტყუილში, გაუნათლებლობას და უზრდელობაში, მაგრამ საგულისხმო იყო, რომ რადიკალებს შეტევის მცდელობა ჰქონდათ იქ მყოფ ნამდვილ ჟურნალისტებზე, რომლებმაც თავხედებს აბსოლუტურად სამართლიანი პასუხი გასცეს. ახლა კი ერთი არც თუ უმნიშვნელო დეტალი, ამ ე.წ. ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა თუ არასამთავრობოების ერთ-ერთი მთავარი საგინებელი მესიჯი გახდა რუსი, სულ რომ თავი დავანებოთ ქსენოფობიის ამ გამოვლინებას, ვინ მისცა მათ უფლება ყველა რუსი ერთნაირად მოიხსენიონ?! მე პირადად დედითაც და მამითაც ქართველი ვარ, მაგრამ ჩემზე არანაკლებ ქართველებად და პატრიოტებად მიმაჩნია ის ადამიანები, რომელსაც ან დედა ან მამა, ან სულაც მეუღლე ჰყავთ რუსი! წარმოდგენა გაქვთ ეს ველური მავნებლები რა საფრთხე წარმოადგენენ: ე.ი მათ რომ ჰკითხო არ შეიძლება ებრაელი, აფხაზი, ოსი, რუსი, უკრაინელი, სომეხი,აზერბაიჯანელი, იეზიდი, ქურთი და სხვა ეროვნების წარმომადგენელი იყოს დედა ან მამა ?!” – წერს ნიკოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება