„ფაქტია, რომ გერმანია, როგორც საკმაოდ განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო უფრთხილდება და იცავს თავისი, მოქალაქეების უფლებებს, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეების შეურაცხყოფას არავის აპატიებს. აი, მაგალითი როგორ დაჯარიმდა ქვეყნის პირველი დიპლომატის შეურაცხყოფის გამო ერთ-ერთი მოქალაქე. ჩვენთან კი ლამის ყოველდღე, საჯაროდ ქუჩაში ტელე თუ სოციალურ სივრცეში ვკითხულობთ და გვესმის გინება-ლანძღვა“- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ „მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 600 ევროს გადახდა დააკისრა“. ნიკოლეიშვილის თქმით, მარტივი კითხვა ჩნდება, საქართველოში, ამ უდიდესი ისტორიის, ტრადიციების და კულტურის ქვეყანაში რატომ უნდა იყოს გინება-შეურაცხყოფა ნორმალური ქცევა და არა დაუსჯელი? „ანალენა ბერბოკის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვერც საქმიანობა და ვერც განცხადებები ჩემს, რბილად რომ ვთქვა სიმპათიას ნამდვილად არ იმსახურებს. მაგრამ ფაქტია, რომ გერმანია, როგორც საკმაოდ განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო უფრთხილდება და იცავს თავისი, მოქალაქეების უფლებებს, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეების შეურაცხყოფას არავის აპატიებს. აი, მაგალითი როგორ დაჯარიმდა ქვეყნის პირველი დიპლომატის შეურაცხყოფის გამო ერთ-ერთი მოქალაქე. ჩვენთან კი ლამის ყოველდღე, საჯაროდ ქუჩაში ტელე თუ სოციალურ სივრცეში ვკითხულობთ და გვესმის გინება-ლანძღვა. ნამდვილად არ არის ლამაზი არც კაცისგან, რომელიც ყოველთვის ზრდილობასთან და ვაჟკაცობასთან, მითუმეტეს არც ქალისგან, რომელიც მშვენიერებასთან, სინაზესა და მანდილოსნობასთან ასოცირდებოდა, უწმაწური სიტყვების მოსმენა. ეს საქართველოა, აქ მამაკაცი, ქალს ადგილს უთმობდა, კარს უღებდა წინ ატარებდა, ქალში დედას, დას, ბებიას, მეუღლეს ხედავენ, კაცში კი სიძლიერეს, მამას, ძმას, მეუღლეს, პაპას, წინაპარს და ამით ყოველთვის გამოვირჩეოდით და ვამაყობდით. შესაბამისად მარტივი კითხვა ჩნდება, საქართველოში, ამ უდიდესი ისტორიის, ტრადიციების და კულტურის ქვეყანაში რატომ უნდა იყოს გინება-შეურაცხყოფა ნორმალური ქცევა და არა დაუსჯელი?“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.