ლევან მახაშვილი: როდესაც თვეების განმავლობაში, გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად, ძირს უთხრიან ეუთო/ოდირის რეპუტაციას, მაშინ ნუ გაუკვირდებათ ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც თავს ვიკავებთ ვინმეს მოწვევისგან

როდესაც თვეების განმავლობაში, გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად, ხევენ და ძირს უთხრიან ეუთო/ოდირის რეპუტაციას, მაშინ ნუ გაუკვირდებათ ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც თავს ვიკავებთ ვინმეს მოწვევისგან იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ ღირებულებას, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება, ოპონენტებს სწორედ ამას ეუბნებოდა, რომ თუ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიებში ღირებულებას ხედავდნენ, მაშინ, პატივი ეცათ მათი დასკვნებისა და გადაწყვეტილებებისთვის.

„ამას ვეუბნებოდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში: თუ თქვენ ხედავთ ეუთო/ოდირში, მის სადამკვირვებლო მისიებში ღირებულებას, მაშინ, პატივი ეცით მათ გადაწყვეტილებებს, პატივი ეცით მათ დასკვნებს და დაკვირვებებს. პრობლემის წყაროს სხვაგან ეძებენ, ამ პრობლემის წყაროარის იმ გაუმჭვირვალე ფულში, იმ რადიკალიზაციაში, იმ შეტევებში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჩვენ ვნახეთ გასული თვეების განმავლობაში,“ – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება