გუშინ ფეხმძიმე გოგონა ქუთაისის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საუნივერისიტეტო კლინიკაში ,ამის შესახებ ბელა საღინაძემ გვამცნო ,დღეს კი ასეთ პოსტს აქვეყნებს-კარგი ამბით ვარ,მეგობრებო,ფეხმძიმე ნინოს გულშემატკივრებო! უფლის წყალობით და ლევან ექიმის თავგანწირვის შედეგად,ნინო და მისი მომავალი პატარა სიცოცხლე ორივე უკეთაა!..
,,უკეთ ვართ!… ორივე გადარჩება!,,— ესაა ლევან ექიმის ამდილანდელი პასუხი…
არ მომწყინდება ხმამაღლა ვთქვა,რომ გმირია ეს ბიჭი!
მადლობა ყველას,ვინც გულთან მიიტანეთ ამ გოგოს ამბავი
მადლობა უფალს!
განსაკუთრებული მადლობა თქვენ,ლევან ექიმო!
ადამიანობისთვის,სამყაროსხელა გულისთვის,სიყვარულისთვის,სიკეთისთვის,სიცოცხლისათვის თავდაუზოგავი ბრძოლისთვის!
ვინ თქვა,სასწაულები არ ხდებაო.. თქვენ ხართ,ექიმო, თავად სასწაული,უფლის მოვლენილი
Levani Ratiani
მიყვარხართ,მეიმედებით,ცამდე