ლევან გიგინეიშვილი: არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს – თუ იმ ლოზუნგს იძახი, რომლისაც მოსახლეობის უმეტესობას არ სჯერა, ვერ იქნები მოსახლეობის უმეტესობის წარმომადგენელი არა მგონია, სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს, – ამის შესახებ ფილოლოგმა, პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” განაცხადა. მისი თქმით, ზურაბიშვილი ამბობს იმას, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სიმართლედ არ მიიჩნევს, შესაბამისად, იგი ვერ იქნება იმ ადამიანების წარმომადგენელი, რომლებსაც მისი ლოზუნგების არ სჯერათ. “[ზურაბიშვილი] იმას ამბობს, რაც ქართველი მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ არ არის მართალი. არჩევნების გაყალბებას იძახის და თან თქვა, რომ გაყალბდა არჩევნები ეგრევე, დაუსაბუთებლად. რომ გამოცხადდა შედეგები, ხან ერთი რაღაც თქვეს, ამის გამო გაყალბდაო, ხან – მეორე, ვერც კი შეთანხმდნენ თავიდან. მერე ლაქაზე თქვეს, რაღაც სისულელე, ლაქის გაჟონვაზე. ეუთო-ს ანგარიშში წერია, მაქსიმუმ 6 % შესაძლო გაყალბება შეიძლება მომხდარიყოო, ამიტომ, არ იყო დასაჯერებელი მათი ეს ყიჟინა, რომ გაყალბდა არჩევნები. ამიტომ, თუ იმ ლოზუნგს იძახი, რომლისაც მოსახლეობის უმეტესობას არ სჯერა, ვერ იქნები მოსახლეობის უმეტესობის ხმის წარმომადგენელი,” – განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.