ლევან გაჩეჩილაძე: ელჩებისგან პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს, არჩევნების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან იმ დღეს მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ცესკო-ს გამოცხადებული, ვინ მოიგო და ვინ წააგო – ეს იყო ბუშის მოლოცვა, რომელსაც ნახევარ საათში მოჰყვა პუტინის მოლოცვაც

ინტენსიური შეხვედრები მქონდა აშშ-ის ელჩთან და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან და პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი ოპოზიციის მხარეს არ იყვნენ და თავიდან ბოლომდე, ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟმის დროს, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თეთრმა სახლმა, 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიხეილ სააკაშვილს მანამდე მიულოცა, სანამ ცესკო ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებდა, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მილოცვას კი მალევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მილოცვაც მოჰყვა. “არჩევნების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან იმ დღეს მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ცესკო-ს, ლევან თარხნიშვილს, არ ჰქონდა გამოცხადებული ვინ მოიგო და ვინ წააგო ოფიციალურად და სხვათა შორის, ეს იყო ბუშის მოლოცვა, რომელსაც ნახევარ საათში მოჰყვა პუტინის მოლოცვაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ, რომ იქ არაფორმალური სერიოზული ხიდები იყო რუსეთთან – ესეც მსმენია.” – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება