კიევში გამართულ ლგბტ თემის აღლუმს, სადაც 1500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, საპროტესტო აქციები მოჰყვა

14 ივნისს, უკრაინის დედაქალში, კიევში ლგბტ თემის აღლუმი გაიმართა, სადაც 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულს საპროტესტო აქციები მოჰყვა- ამის შესახებ ინფორმაციას „KyivIndependent“ ავრცელებს. ამასთან, Kyiv Pride-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ მარშში „სხვა უკრაინული პრაიდებიც მონაწილეობდა, მათ შორის ხარკოვის და უკრაინის პრაიდი“. სოციალურ ქსელში, ასევე, გავრცელდა ფოტოები მარშიდან სადაც ნათქვამია, რომ „პრობლემებისა და უთანხმოების მიუხედავად, კიევი სიამაყით ბრწყინავდა“. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მსვლელობას ასევე შეუერთდნენ ევროკავშირის, კანადის, დიდი ბრიტანეთის და სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის წარმომადგენლები. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კიევის პრაიდის ღონისძიებას მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მოჰყვა. „სინანულით უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალადობის წამქეზებლებს კვლავ აქვთ ფართო წვდომა საზოგადოებრივ სივრცეზე და თავისუფლად გადაადგილდნენ ცენტრალურ ქუჩებში მაშინ, როდესაც მარშის მონაწილეები პოლიციას ალყაში ჰყავს მოქცეული და გადაადგილება შეზღუდული აქვთ. ჩვენ კვლავ ვართ სიძულვილის ენის გავრცელების მოწმენი.”-ამბობს “Kyiv Pride”. აღნიშნულია ისიც, რომ კიევში პრაიდის მსვლელობა პირველად 2024 წლის ივნისში გაიმართა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება