კელი დეგნანის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალსა და მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას  ირაკლი კობახიძე  ტყუილს უწოდებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალსა და მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  ტყუილს უწოდებს.

„ეს არის ტყუილი“, – განაცხადა კობახიძემ, რასთან დაკავშირებითაც, მას ჟურნალისტმა განუმარტა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობდა.

„ტყუილია, ტყუილი,“ – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასე პასუხობს:

„აი, მე ვიცი, რომ ტყუილია“.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, კელი დეგნანზე შესაძლოა, ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება