fbpx

კახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ სოსო ბერიკაშვილს არაკაცი უწოდა. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა პრეზიდენტის პოზიციით ბერიკაშვილის განცხადებასთან მიმართებაში.

მანამდე კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის უკვე ყოფილმა დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით, ხელისუფლების კრიტიკისთვის გაათავისუფლეს.

„სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის. მისი გაშვება დიდი ხანია მინდოდა, რადგან ის არ იყო შესაბამისი კვალიფიკაციის დეკანი. სამწუხაროდ, დაემთხვა ამ სიტუაციას და ის ახლა იყენებს სათავისოდ რომ როგორმე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მიეკედლოს“, – მისწერა შენგელიამ „რადიო თავისუფლებას“ კითხვაზე პასუხისას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება