კახა კალაძე: 12 წლის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან და არჩევნებში მისი
გამარჯვებიდან 12 წელი გავიდა. აღნიშნული თარიღი დედაქალაქის მერმა კახა
კალაძემ დღეს თანაპარტიელებს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიულოცა.
კახა კალაძის თქმით, 12 წლის შემდეგად, მის პარტიას დღეს არნახული
მხარდაჭერა აქვს.
„დღეს პირველი ოქტომბერია. მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო „ქართული
ოცნების“ თითოეულ წევრს, პარტიის გულშემატკივარს, ყველა იმ ადამიანს,
ვისთვისაც 2012 წლის პირველი ოქტომბერი ასოცირდება ქვეყნის გამარჯვებასთან,
თავისუფლებასთან. მართლაც, ურთულესი და უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ. 12
წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო გააერთიანა, დარაზმა და მტკიცე უარი
უთხრა სიცრუეს, ბოროტებას. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად უარი უთხრა
ე.წ. დემოკრატიის შუქურას, რომლის სტატუსსაც გარე აქტორები თავს ახვევდნენ
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თუმცა რა იდგა ამის უკან, რამხელა ბოროტება,
რამხელა სიძულვილი და სისხლიანი რეჟიმი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. 12
წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა. მე ვიტყოდი, რომ
ასეთი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის მხრიდან 2012 წლის შემდგომ
არ ჰქონია, რადგან საზოგადოება ჯერ კიდევ ხედავს საფრთხეს, გამოწვევებს და
სირთულეებს, რომელიც არსებობს და ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება“,
რომელსაც რეალურად შეუძლია, დაიცვას ქვეყნის ინტერესები, შეინარჩუნოს
მშვიდობა და ქვეყანა განავითაროს ეკონომიკურად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა
ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებული წერილიც შეაფასა.
„ვეთანხმები ბატონ ბიძინას იმაში, რომ არ არსებობს სფერო და დარგი, სადაც ჩვენ
არ გვაქვს გაუმჯობესება, წინ გადადგმული ნაბიჯები და ყველა საერთაშორისო
მონაცემებით, ვინც სწორად აფასებს და ხედავს დღევანდელ მოცემულობას
ქვეყანაში, თუ როგორი მდგომარეობა გვაქვს, თუნდაც სიტყვის და გამოხატვის
თავისუფლების კუთხით, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი იმ ე.წ. დემოკრატიის
შუქურის წარმომადგენლების მხრიდან, რა ხდებოდა ბიზნესის მიმართ, როგორ
ძარცვავდნენ და აუბედურებდნენ, რა ხდებოდა ქუჩებში, როგორ კლავდნენ
ახალგაზრდებს, როგორი ტერორი და ზეწოლა იყო განსხვავებული აზრის მქონე
ადამიანების მიმართ. ყველა მიმართულებით, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება