“ადამიანები ვართ, შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, მაგრამ ამდენი ხნისგანმავლობაში მისი მხრიდან არ მომისმენია თუნდაც სინანული“, – ასე გამოეხმაურათბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ჟურნალისტ მზიაამაღლობელთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.„მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მათ შორის, ქალბატონ მზიაამაღლობელსაც და ნებისმიერ პატიმარს, მაგრამ მაქვს კითხვა: რის გამოადაკავებული ის? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა არის კატეგორიულადმიუღებელი. ადამიანები ვართ, შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას,ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა. ადამიანმაჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს? მე არმახსოვს, არ მომისმენია (და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია) ამდენი ხნისგანმავლობაში, თუნდაც სინანული, თუნდაც ის, რომ გამოსულიყო და ეთქვაადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.მერმა ასევე მადლობა გადაუხადა შსს-ს ყველა თანამშრომელს, რომელიც ქვეყანაშიწესრიგს იცავს.„ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევითდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადომადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავსწესრიგს ქვეყანაში. არავის მიეცემა იმის უფლება, მოაწყოს არეულობა, რომელიციმართება გარედან; არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქვეყანაში მოაწყოსრევოლუციები, დაპირისპირებები და ა. შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.