თბილისის მერის განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეების პირად ცხოვრებაშიარ ერევა, მათი უფლებები კონსტიტუციით დაცულია, თუმცა, ლგბტ პროპაგანდამიუღებელია.ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათაკომისრის მიერ გამოქვეყნებული მემორანდუმის შესახებ დასმული კითხვისპასუხად განუცხადა.„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, რომელიც დაცულიაკონსტიტუციით, კანონმდებლობით. არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ვისაცრა უნდა, ვისთან უნდა, როგორ უნდა, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ამ ყველაფრისპროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ იყოაღნიშნული კანონი მიღებული ჩვენი მხრიდან. ის არ არის ვინმეს წინააღმდეგ.კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, არ ვასხვავებთ ადამიანებსსარწმუნოების მიხედვით, არ ვყოფთ, ეს მისი პირადი ცხოვრებაა, ვისაც როგორუნდა, ისე იცხოვროს, მაგრამ ამ ყველაფრის პროპაგანდა კატეგორიულადმიუღებელია. თქვენ თუ ნახავთ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიციაცპირდაპირ ემთხვევა „ქართული ოცნების“ პოზიციას და პოლიტიკას ამ კონკრეტულსაკითხთან მიმართებით. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენსდამოკიდებულებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახაკალაძემ.