„არ დავუშვებთ, რომ რამდენიმე კაცის მიერ მოძრაობის შეზღუდვა მოხდეს, რომ მათ ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან „შეკრებისა დამანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.კახა კალაძის თქმით, სიცრუეა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები რეპრესიულიადა ეს არის ოპონენტების მიერ გამოგონილი სიცრუე.„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არანაირი რეპრესიები არ არსებობს. ეს არის მოგონილი სიცრუე. იგივე ხდებოდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც,რომელიც ოპონენტებმა შეფუთეს, როგორ „რუსული კანონი“. ჩვენ რომ ხალხს სიმართლეს ვეუბნებოდით, ისინი ამას უარყოფდნენ. დღეს, კი ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს ამ ყველაფერზე, თუ როგორ გამოიყენებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტები. ამ თანხების გამოყენება ძირითადადხდებოდა, ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული მთავრობების გადაყენების,რევოლუციებისა და სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობისთვის. თუმცა, ეს დასაწყისია. ჯერ სად ხართ?! კიდევ იმდენ რამეს გავიგებთ და ეცოდინება, როგორც მსოფლიოს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ოპონენტები აკეთებენ. ეს არ გამოვა. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე. ის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ზოგიერთი მედიასაშუალება აკეთებს, არის ადამიანების წახალისების მცდელობა. უამრავ ადამიანს აურიეს გონება, დაღუპეს დაყოველდღიურად წამლავენ მოსახლეობას, ახალგაზრდებს ცრუ ინფორმაციებით დახელს უწყობენ პოლარიზაციას, დაპირისპირებას. ვისაც პროტესტი აქვს, მისი გამოხატვა უპრობლემოდ შეუძლია. ყველას ერთნაირი მოსაზრება ვერ ექნება, ესნორმალურია და განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს, თუმცა, ძალადობრივიქმედებები კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება კითხვას, სატრანსპორტო კვანძების შესახებ, თუ სად იქნება აკრძალული აქციების ჩატარება, თბილისის მერის თქმით, კანონში განსაზღვრულია
სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომელთა გადაკეტვაც სისხლის სამართლის დანაშაულია.„სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები განსაზღვრულია. შეიძლება რაღაც მიემატოს ან გამოაკლდეს. მაგალითად, ქალაქის გასასვლელი არის სტრატეგიულიმნიშვნელობის და მის გადაკეტვას ცდილობდნენ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში რამდენიმე კაცის მიერ შეზღუდვა მოხდეს, რომ მათ ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უამრავადამიანს პრობლემა შეუქმნან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კანონის ფარგლებში, პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია მშვიდობიანი ფორმებით“, -განაცხადა დედაქალაქის მერმა.ამასთან, კახა კალაძემ მედიასთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებებისშეტანაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბრიტანული სტანდარტითიხელმძღვანელებს.„ამ მიმართულებით შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რაც BBC-ის აქვს და ამითვიხელმძღვანელებთ. ამაზე როგორ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ცუდი კანონია დადემოკრატიულ პროცესებს ეწინააღმდეგება? ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორცგანვითარებულ ქვეყნებში მოქმედებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.