„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ,რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახაკალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოსშენარჩუნებული.„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ,რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. გრძელვადიანი მშვიდობისშენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაშიარის უამრავი მტერი და ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ საქართველოჩართულიყო ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი, იყო ძალიან დიდი შემოტევებიუცხოეთიდან, რომელიც დღესაც გრძელდება, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპისშანტაჟი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა,სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და არავის მივცეთშესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავთმოთ სხვა დიდი ქვეყნისინტერესების სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყანა და ჩვენისამშობლო“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას, დედაქალაქის მერისთქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის განცხადებები კეთდება,რადგან ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმად.„შანტაჟი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და გრძელდება. ჯერ იყო კანდიდატისსტატუსის მოცემა-არმოცემა, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნა. ევროპულინტეგრაციას ყოველთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმად. წარმოუდგენელია ესდამოკიდებულება. ჩვენ არავის ვერჩით, არავის ვესხმით თავს, უბრალოდ ვიცავთსაკუთარ ქვეყანას, მის ინტერესს და არ გვინდა, ვინმეს მივცეთ ჩვენი ქვეყნისგამოყენების შესაძლებლობა, ცუდ კონტექსტში, სათავისოდ. არავის მიეცემაშესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა აშანტაჟოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა,სუვერენული სახელმწიფო. ევროპა და ევროპული ღირებულებები რატომ გვინდა?რა არის მისი მთავარი ფუნდამენტი? ეს არის სიტყვის და გამოხატვისთავისუფლება, საკუთრების უფლება, ბიზნესის ხელშეუხებლობა. გვახსოვს წლები, როდესაც ყველა ეს ღირებულება ფეხქვეშ იყო გათელილი, როდესაც ბიზნესს ატერორებდნენ, განსხვავებულ აზრს დევნიდნენ, ხალხს იჭერდნენ და ღამის საათებში ციხეებში ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ამ ყველაფერს კი ეს ევროპელიბიუროკრატები წლების განმავლობაში „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ. ასეთი „დემოკრატიის შუქურა“ თავისთვის დაიტოვონ. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს, სადაც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.