ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახაკალაძემ ჟურნალისტებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„ისმის კითხვა: რა არის ამის მიზეზი? რას აკეთებს საქართველო ისეთს, რომქართველებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა? ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი,თუმცა არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომსაქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა. საქართველოს ხელისუფლებაყოველთვის გაატარებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს და დაიცავსქვეყანაში უსაფრთხოებას, მშვიდობას და განავითარებს ქვეყნის ეკონომიკას.ქვეყნის ინტერესების დათმობა არ მოხდება. ეს უნდა გაიგოს ყველამ, როგორცქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენულისახელმწიფო და არავის აქვს უფლება, მითითებები მისცეს ხელისუფლებას. ჩვენვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მისგანვითარებას და არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, ისე მოიქცეს, როგორც მაგალითად, უკრაინასთან მიმართებით მოიქცნენ, როგორც ის იქნა გამოყენებული ვიღაცების ინტერესებისთვის. საქართველოს ხელისუფლება ამას არ გააკეთებს.ჩვენ გვახსოვს, რამხელა უბედურება მოუტანა 2008 წლის ომმა ჩვენს ქვეყანას“, -განაცხადა კახა კალაძემ.ამასთან, კითხვაზე, თუ რა გეგმა აქვს ხელისუფლებას უვიზო მიმოსვლის შესაძლოშეჩერების თავიდან ასაცილებლად, მერი ამბობს, რომ გეგმა მარტივია:„ჩვენი გეგმა არის ძალიან მარტივი, ეს არის ქვეყნის ინტერესების დაცვა,მშვიდობის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოწოდება იყო დარეზოლუციაშიც ასახეს, რომ ქვეყანა უნდა მიუერთდეს სანქციებს, არ ვაპირებთ სანქციებზე მიერთებას, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე – არგვინდა, ეკონომიკა ჩამოიშალოს და ამან კიდევ დამატებითი პრობლემებიგამოიწვიოს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ არავის ვებრძვით, ვიცავთსაკუთარ ქვეყანას და ხალხს. საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო, საქართველო არის დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფრისთვის ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს, იბრძოლეს, რომ ჩვენ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.