„საქართველოში, ზოგადად, ამ დიპლომატების ყოფნას არანაირი აზრი არ აქვსიმიტომ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი მხარე და წარმოადგენენ „დიფ სთეითს“ჩვენს ქვეყანაში. მათ დიპლომატებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, გამომდინარემათი განცხადებებიდან და ქმედებებიდან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა,კახა კალაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილისა და დიპლომატიური კორპუსისწარმომადგენლების შეხვედრის კომენტირებისას.მისი თქმით, ყველაფერი უკვე ხელის გულზე დევს, და საზოგადოებისთვისნათელია, თუ რას ემსახურება მათი საქმიანობა.„წლების განმავლობაში, თუკი რაიმე მძიმე ფაქტი, უბედურება ხდებოდა ქვეყანაში,ეს მათი დამსახურებაა და იმ მიდგომებისა და დამოკიდებულების შედეგი, რაც ამადამიანებს ჰქონდათ. კერძოდ, თეთრზე შავს გვეუბნებოდნენ და ყოველთვისშენიღბულ-შეფუთული პერფორმანსების მოწმენი ვიყავით, თითქოს ეს იყოდემოკრატიის ნაწილი. რეალობაში კი, ზუსტად ეს ადამიანები არიან ისინი, ვინცქვეყანაში აღვივებენ დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას, ექსტრემისტულიორგანიზაციების დაფინანსებას. კიდევ ბევრი რამე ამოტივტივდება. უკვეყველაფერი ხელის გულზე დევს, თუ როგორ ხდებოდა სახელმწიფოგადატრიალებების მოწყობა, რევოლუციების დაფინანსება სხვადასხვა ქვეყანაში“, -აღნიშნა თბილისი მერმა.მისი თქმით, ქართველი ხალხი გონიერია და მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიანსწრაფად გაანალიზა, „თუ რა ხდებოდა ქვეყანაში უცხოელი ე.წ. დიპლომატებისჩართულობით, თუ რას ემსახურებოდა მათი ქმედებები“.„შესაბამისად, ხალხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო სწორი დამნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. არა მარტო ხელისუფლებამ, საზოგადოებისდიდმა ნაწილმა, ჩვენთან ერთად, ქვეყანა აარიდა ძალიან დიდ უბედურებას“, -განაცხადა კახა კალაძემ.