კახა კალაძე: სანამ 14 მილიარდზე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული

„სანამ 14 მილიარდზე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული,თუმცა, ეს მილიარდები არსად არ ჩანს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახაკალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ევროკავშირისგან 14მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების თემაზე ოპოზიციისგან „ქართულიოცნებისთვის“ დებატების შეთავაზებაზე კომენტარი სთხოვეს.კახა კალაძის თქმით, ევროკავშირის მხრიდან, სტატუსთან ერთად,საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარების შეთავაზებასპეკულაციას წარმოადგენს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანსემსახურება.„პასუხი არის მარტივი – ეს იყო სპეკულაცია და ეს იყო ძალიან დიდი ტყუილიიმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ჩვენმივიღებდით მილიარდობით დოლარს. თუ არ მივიღებდით, ქვეყანა თითქოსკარგავდა მილიარდობით თანხებს. ეს იყო ტყუილი და სპეკულაცია, მცდელობაიმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. საბოლოო ჯამში, რა მოხდა?ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს მილიარდები არსად ჩანს. იგივე ხდებაამ 14 თუ 16 მილიარდთან დაკავშირებითაც. რაღაც ხომ უნდა მოიფიქრონ ახლაწინასაარჩევნო კამპანიისთვის. ხალხთან არაფერი აქვთ სათქმელი. რა უნდაუთხრან მოსახლეობას ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე, როდესაც ერთისული აქვთ, საკუთარ ქვეყანაში ომი გაჩაღდეს და მეორე ფრონტი გაიხსნას.ამბობდნენ, გვირჩევნია, ბომბები ცვიოდესო და უკრაინას ადარებდნენ ვითარებას,გვირჩევნია, რაც უკრაინაშია, ის ვითარება იყოს საქართველოშიო. მათ არანაირირესურსი არ აქვთ, მოსახლეობასთან მივიდნენ, დაელაპარაკონ, დაპირებებზე კიზედმეტია საუბარი“, – განაცხადა თბილისის მერმა.კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ მიიღებს „ქართული ოცნება“ოპოზიციასთან დებატებში მონაწილეობას.„დებატებს რაც შეეხება, ხომ იცით ჩვენი პოზიცია. არაერთხელ გვისაუბრია ამასთანდაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ, პრემიერმა კობახიძემაც გააკეთა ამაზეგანცხადება, მეტ სიახლეს მე ვერაფერს ვიტყვი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სად არის კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში ის მილიარდები, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ მივიღებდით? ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია“, – აღნიშნადედაქალაქის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება