კახა კალაძე: საბოლოოდ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, თუმცა,იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ

„თუკი ოპოზიციურ პარტიებს აქვთ სურვილი იარსებონ და დარჩნენ პოლიტიკაში,მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახაკალაძემ მედიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ მანდატებისდატოვების საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.მისი თქმით, ამ ეტაპზე, ოპოზიცია მანდატებს დათმობს თუ არა, მნიშვნელოვანი არარის, თუმცა, საბოლოოდ ისინი პარლამენტში მაინც შევლენ.„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგოგანცხადებას ვისმენთ. მე ვფიქრობ, ეს მათი მხრიდან ჩვეულებრივი კამპანია დაკეკლუცია თავიანთი ამომრჩევლის წინაშე. თუმცა, საბოლოოდ მგონია, რომ ესოპოზიციური პარტიები აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში. დღეს, ამაზესაუბარი საინტერესო არ არის. ვფიქრობ, რომ სხვა უფრო ბევრი საკითხიამოსაგვარებელი, უამრავი დაპირებაა ჩვენი მხრიდან გაცემული, მნიშვნელოვანინაბიჯებია გადასადგმელი. თუ რას გააკეთებს ოპოზიცია და რას იზამს მომავალში -შევლენ თუ არა პარლამენტში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ისევდა ისევ მათთვის და მათი არსებობისთვის, თუკი ამ პოლიტიკურ პარტიებს აქვთსურვილი იარსებონ და დარჩნენ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია პარლამენტშიშესვლა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება