კახა კალაძე ოპოზიციის შესახებ: როცა აგენტი ხარ და შენი ქმედებებით ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ, მარცხისთვის ხარ განწირული

„დღევანდელი ოპოზიცია არის რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც თავისი ხედვადა პრინციპები არ გააჩნია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებშიმონაწილეობას მიიღებს თუ არა, ამას მას შემდეგ გადაწყვეტენ, როცა თავისიპატრონები უბრძანებენ.„მათ გაერთიანებას თუ დაშლას, მათ პლატფორმებს აზრი არ აქვს. ჩვენპლატფორმებიც გვახსოვს, თუმცა, როცა აგენტი ხარ და შენი ქმედებებით ქვეყნისწინააღმდეგ მიდიხარ, ვერანაირი პლატფორმა ვერ გიშველის. ასეთ დროსყოველთვის მარცხისთვის ხარ განწირული. ეს მარგინალები ყოველთვისდამარცხდებიან.დღევანდელი ოპოზიცია არის რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც თავისი ხედვაარ გააჩნია. გარედან რასაც ეტყვიან, იმას აკეთებენ. თუ ეტყვიან,თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოთო, ისინიც ამასგაიმეორებენ. შემდეგ გარედან თუ ეტყვიან მონაწილეობა მიიღეთო, მაშინმიიღებენ. მათ საკუთარი პრინციპები არ გააჩნიათ. ჯერ ერთმანეთს ლანძღავდნენ,დედას აგინებდნენ და შემდეგ უცებ ერთიანდებიან. მათ თავიანთი პატრონებიჰყავთ და როგორც აგენტებს, კითხვის დასმის უფლებაც არ აქვთ“, – აღნიშნა კახაკალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება