თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, კანონის ფარგლებში, აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ყველას აქვს. ამის შესახებ მან ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.„ვხედავთ, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და ვინ არიან, თუმცა აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ქვეყანაში, სხვადასახვა ფორმით, ნებისმიერი პარტიაიქნება, კონკრეტული პიროვნება თუ რაიმე დაჯგუფება, ყველას აქვს. მთავარია, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში და ჩარჩოებში იყოს. ოპოზიციის ეს კონკრეტულიგანცხადებებიც მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი“, -განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რომელსაცოპოზიცია აპროტესტებს, თბილისის მერი პასუხობს, რომ მათ რეალურად, არანაირიმტკიცებულება არ გააჩნიათ, არჩევნებში მარცხი კი ყველას დააბრალეს, საკუთარითავის გარდა.„რეალურად, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი სიცრუისკამპანია. ცდილობენ, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ, პირველ რიგში, საკუთარიამომრჩევლების წინაშე, იმიტომ, რომ მთელი კამპანიის განმავლობაში საკუთარამომრჩევლებს ატყუებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ იგებდნენ, კარგი პოზიციებიჰქონდათ, გაყალბებულ კვლევებს აჩვენებდნენ, გაყალბებული ეგზიტპოლებიწარუდგინეს საზოგადოებს. შემდეგ გამოვიდნენ და ყველას და ყველაფერსდააბრალეს არჩევნების წაგება. ხალხს ლანძღავდნენ, თავიანთ ამომრჩეველს,„ჯენზის“ აყენებდნენ შეურაცხყოფას, თითქოს, ახალგაზრდებმა წააგებინესარჩევნები. საკუთარი თავის გარდა, ყველას და ყველაფერს დააბრალეს. თუ რაიმემტკიცებულება აქვთ, სანამ პროკურატურაში მიიტანენ, ხალხსაც აჩვენონ დაწარუდგინონ, იქნებ საზოგადოებამ ნახოს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი“, -აღნიშნა დედაქალაქის მერმა.