„რადიკალურ ოპოზიციონერებს უნდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლონ, სხვადააზიანონ, რაღაც დააზიანონ, კანონი დაარღვიონ“, – ამის შესახებ დედაქალაქისმერმა მედიასთან ისაუბრა.კახა კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას, რომელიც ხელისუფლებასრეპრესიებში ადანაშაულებს. მისი თქმით, პოლიტიკოსი ვალდებულია კანონიდაიცვას.„რეპრესიებზე საუბარი ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა. მათ აქვთსურვილი, რომ თავიანთი დანაშაული რეპრესიად შეფუთონ. ანუ რა გამოდის, რომთუ გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რომ სხვადააზიანო, რაღაც დააზიანო, კანონი დაარღვიო? მათი განცხადებებიდან ასე ჩანს,რომ უნდათ ამ ყველაფრის უფლება ჰქონდეთ. ეს სწორი დამოკიდებულება არარის. ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების,ხალხის წინაშე და პირველები უნდა ვიყოთ, ვინც კანონს დაიცავს. ამ შემთხვევაშიპირიქით ხდება. თუკი რაიმე სიბინძურე არსებობს, აკეთებს ეს რადიკალურიდაჯგუფება“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, თბილისის მერისთქმით, მათი გადაწყვეტილება საინტერესო არაა.„საერთოდ არაა საინტერესო, რას გადაწყვეტს რადიკალური დაჯგუფება. ვიცითმათი დღის წესრიგი – რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. რამდენიმეთვის წინ გახსოვთ რა პოზიცია ჰქონდათ. პირდაპირ აცხადებდნენ, რომ არჩევნებშიმონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ. დღეს უკვე პოზიცია შეცვლილი აქვთ“, -აღნიშნა დედაქალაქის მერმა.