„მსგავსი ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ,კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართ თავდაცვისრეჟიმში“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი გერმანელი ევროპარლამენტარის,მიხაილ გალერის მიერ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიოთავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.„მსგავსი ტიპის განცხადებაზე ლოიალურები უნდა ვიყოთ? ბატონმა განცხადებაგააკეთა და ჩვენ თავი დავუხაროთ? ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება. ჩვენიქვეყნის უმრავლესობა კი, საბედნიეროდ, ასე არ ფიქრობს და უმცირესობაშიმყოფებმა აზრი უნდა შეიცვალონ და იამაყონ იმით, რომ ქართველები ვართ, რომსაქართველო მხოლოდ ტერიტორიები კი არა, ჩვენი სამშობლოა. სანამ ამას არგაითავისებენ, რომ ქვეყანასა და მის განვითარებაზე უნდა იფიქრონ, იქამდეექნებათ მსგავსი დამოკიდებულება.რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს – ბიძინა ივანიშვილზე ნუინერვიულებთ, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ.ჩვენ არ ვნერვიულობთ. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფასგვაყენებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართთავდაცვის რეჟიმში. ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, სამშობლოს და ამ ქვეყნისმომავალს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.