კახა კალაძე ოპოზიციაზე: მალე მოვა არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არამონაწილეობას – რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ

„ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობასარჩევნებში? ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას – რასაც უბრძანებენ გარედან, იმასგააკეთებენ“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვასადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთანდაკავშირებით.„ისინი გაერთიანდებიან, თუ დაშლილები იქნებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არაქვს. მთავარი რა არის: ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვისმენდით რადიკალურგანცხადებებს, რომ არც ერთი მათგანი არ მიიღებდა მონაწილეობას ადგილობრივითვითმმართველობის არჩევნებში. გაიხსენეთ ჩემი განცხადებები აღნიშნულთანდაკავშირებით – ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: რასაც დაავალებენ,გააკეთებენ იმას. ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენმონაწილეობას არჩევნებში? ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობისარჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. ეს არის ადამიანებისდაჯგუფება, რომელსაც არანაირი პრინციპი არ გააჩნია. როდესაც ხარ აგენტი, შენ არეკუთვნი არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახს, არც ქვეყანას. ისინიემსახურებიან კონკრეტულ პატრონებს გარედან და შესაბამისად, რასაცუბრძანებენ, იმას გააკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება მმართველ გუნდს, მისივე თქმით, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულსაქართველოს“ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს.„ვთვლით, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი არჩევნებია. მიუხედავად იმისა, რომბევრი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული რეგიონებში, ასევემე, როგორც დედაქალაქის მერმა, ძალიან ბევრი შემიძლია ვთქვა თბილისზე, სადაცმართლაც უამრავი კარგი საქმეა გაკეთებული, ცხადია, არსებობს გამოწვევები,პრობლემები და გვაქვს ძალიან სწორი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენიდედაქალაქი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ძალიან მალე, საზოგადოებასვეტყვით კონკრეტიკას, თუ რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ“, – აღნიშნათბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება