კახა კალაძე ოპოზიციაზე: ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი მათთვის თამარ მეფეა,მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილი ერთ დღეს თამარმეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს კი გადათქვამენ“, -ასე შეაფასა თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას, ოპოზიციაში არსებულიდაპირისპირება და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ გაკეთებული კრიტიკულიგანცხადებები.კახა კალაძის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებულნი იქნებიანთუ დაქსაქსულები.„ბევრჯერ მითქვამს, არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს – გაერთიანებულებიიქნებიან, თუ ცალ-ცალკე დაშლილები. დააკვირდით მათ დამოკიდებულებას. ერთდღეს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდევ რაღაცას მოიგონებენ,მესამე დღეს კი გადათქვამენ. ეს არის რეალურად აღნიშნული რადიკალურიდაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან, რომელთაც ჰყავთ თავიანთი პატრონი.არ იფიქროთ, რომ ისინი ქვეყნისთვის რაიმე ინტერესს ემსახურებოდნენ, ანზრუნავენ სამშობლოს ხვალინდელ დღეზე. მათ აქვთ თავიანთი დავალება, ხოლოიმ ძალებს, რა თქმა უნდა, აქვთ თავიანთი ინტერესი საქართველოსთანმიმართებაში, რომ როდესაც საჭირო იქნება, ეს ქვეყანა გამოიყენონ ვიღაცებისინტერესების გასატარებლად. აი, ეს არის რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება