კახა კალაძე ოპოზიციაზე:რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ-გინდ ჩაერთონ არჩევნებში,გინდ -არა

თბილისის მერის განცხადებით, მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიებითვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამას არსებითი მნიშვნელობა არაქვს.როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა,ბოლო წლების განმავლობაში თბილისი ვითარდება და ამ პროცესს ვერავინშეაჩერებს.„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას. მათძალიან კარგად ესმით და იციან, რომ აუცილებლად დამარცხდებიან, განწირულებიარიან მარცხისთვის. რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ – გინდ ჩაერთონარჩევნებში, გინდ – არა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაგააკეთებს შესაბამის არჩევანს – მხარს დაუჭერს ქვეყნის განვითარებას, ქალაქებისკეთილდღეობას, მხარს დაუჭერს იმას, რომ გამოწვევებს და პრობლემებს, რაცგვაქვს დღეს რაიონებში, ქალაქებში, სოფლებში, გაეცეს ღირსეული პასუხი. თქვენცხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში როგორ ვითარდება თუნდაც დედაქალაქი,რამდენი კარგი პროექტი ხორციელდება და ამას, რა თქმა უნდა, ვერც ერთირადიკალი ვერ შეაჩერებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება