„ყველა რადიკალს, ბოროტმოქმედს, ვინც ქვეყანაში სიძულვილს თესავს, ხელსუშლის ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნისმოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს“, – ამის შესახებდედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ „ქართულიოცნების“ ბანერების დაზიანება ხდება იმიტომ, რომ მათ აღიზიანებთ ის ფაქტი, რომქვეყანაში მშვიდობაა.„ამ ადამიანებს აღიზიანებთ ეს ბანერები, რადგან შინაგანად ასეთები არიან.აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს. პირდაპირ გამოდიოდნენდა ამბობდნენ, რომ გვირჩევნია ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო. ამბობდნენ,სირცხვილია, რომ აქ დაბადებულმა ადამიანმა საქართველო საკუთარ სამშობლოდაღიქვასო. წარმოგიდგენიათ რა ძალასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ეს ადამიანებიშინაგანად?ყველა რადიკალს, ბოროტმოქმედს, ვინც ქვეყანაში სიძულვილს თესავს,ახორციელებს მოღალატეობრივ ქმედებებს, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას,წინსვლას, ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამისპასუხს გასცემს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.