„მე არც მიზანი ვიცი, რისთვის ჩამოვიდა და არც ინტერესი გამაჩნია, რადგანსაარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართულნი და ყოველდღე მოსახლეობას ვხვდებით“, -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან გერმანიისბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთისსაქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია, რატომ უნდა შეხვდეს ადამიანს, რომელიცსაქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებსაკეთებს.„ამ ადამიანმა თავი დაგვამახსოვრა შეურაცხმყოფელი განცხადებებით ქართველიხალხისა და სარწმუნოების მიმართ. მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნისა და მშვიდობისსაწინააღმდეგო განცხადებებს ვისმენთ. რატომ უნდა შევხვდეთ ან რაზე უნდავესაუბროთ ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფითა და სიცრუის გავრცელებით არისდაკავებული?ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი ვალდებულია, რომ რეალობას გაუსწოროსთვალი. თეთრზე თეთრი თქვან და შავზე – შავი. მე არც მიზანი ვიცი, რისთვისჩამოვიდა საქართველოში და გულწრფელად გეტყვით, არც ინტერესი გამაჩნია,რადგან საარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართულნი, ყოველდღიური შეხვედრები გვაქვსხალხთან. ჩემთვის, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაამნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.