კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ზემოდან ყურება და მბრძანებლობა ვისთანაც გასდით, იმათთან გაუვიდეთ

“ნუ გვაშინებენ ამ სანქციებით, არც კაია კალასს და არავის მიეცემა შესაძლებლობა,საქართველოს ინტერესები ფეხქვეშ გათელონ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმაევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოებისსაკითხებში, კაია კალასის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოსხელისუფლება ატარებს და იცავს ქვეყნის ინტერესებს.„ნუ გვაშინებენ ამ სანქციებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნისინტერესებს. კაია კალასი ქართველი ხალხის უფროსი ვერ იქნება. ზემოდან ყურებადა მბრძანებლობა ვისთანაც გასდით, იმათთან გაუვიდეთ. არც კაია კალასს დაარავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესებიგამოყენებული იყოს თავიანთი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ჩვენიქვეყნის ინტერესები გათელილი იყოს ფეხქვეშ, როგორც ეს სხვა ქვეყნისშემთხვევაში გააკეთეს.კაია კალასი და მსგავსი ტიპის ჩინოვნიკები არიან უმცირესობაში, უმცირესობაშიარიან რადიკალები, ვითომ პოლიტიკური პარტიები. ყველას მოუწევს, რომ ამყველაფერს შეეგუოს. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულოცნება“ დემოკრატიულ საქართველოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება