კახა კალაძე: თუ გილაურს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის სურვილი აქვს,თავიდანვე შემიძლია გითხრათ, რომ ის განწირულია მარცხისთვის

თბილისის მერის განცხადებით, თუ ნიკა გილაურს სურვილი აქვს, რომპოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, რაზეც მისი ბოლოდროინდელიგანცხადებებიც მეტყველებს, ის მარცხისთვისაა განწირული.ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს გილაურის მიერ უცხოელი ლობისტებისდაქირავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვისპასუხად განუცხადა.„თუ გილაურს იმის სურვილი აქვს, რომ რაღაც პოლიტიკურ პროცესებში მიიღოსმონაწილეობა, რაზეც მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიც მეტყველებს,თავიდანვე შემიძლია გითხრათ, რომ ის განწირულია მარცხისთვის. ისწარმოადგენდა სააკაშვილის ხელისუფლებას, იყო პრემიერ-მინისტრი მაშინ,როდესაც ყველაზე დიდი უბედურება ხდებოდა ქვეყანაში ადამიანის უფლებებისთვალსაზრისით, ბიზნესის რეკეტის თვალსაზრისით. შესაბამისად, ასეთიწარსულის მქონე ადამიანი, მით უმეტეს, პოლიტიკაში, ყოველთვის განწირულიიქნება მარცხისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება