კახა კალაძე ზელენსკის მიერ სანქციის დაწესებაზე:ჩვენ გავაგრძელებთ ომს გამოქცეული უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერას და ეს იქნება ჩვენი პასუხი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი არ ეკუთვნისარც საკუთარ თავს და არც სამშობლოს, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურება.ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს ზელენსკის იმ განცხადების კომენტირებისასგანუცხადა, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა, კახა კალაძეს მის ქვეყანაშიშესვლაზე სანქცია დაუწესა.„ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი: მე შევდივარ ამ ადამიანის მდგომარეობაში,ზელენსკი მყავს მხედველობაში. მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას,რომელშიც დღეს ის იმყოფება. დღეს ის არ ეკუთვნის საკუთარ თავს, არ ეკუთვნისსაკუთარ ოჯახს და რაც ყველაზე მძიმეა, არ ეკუთვნის უკრაინას და უკრაინელხალხს. ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესს. მე დარწმუნებული ვარ, უკრაინელიხალხი ძალიან მალე მიხვდება და გააანალიზებს ყველაფერს, რა პროცესებიწარიმართა, ვისი ხელშეწყობით წარიმართა ის უბედურება, რაც დღეს, სამწუხაროდ,უკრაინაში ხდება. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და შევდივარ ამ ადამიანისმდგომარეობაში. ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი: საქართველოსა და თბილისშიარის უამრავი უკრაინელი ოჯახი ჩამოსული, რომელიც გამოექცა იმ უბედურებას, იმომს, რაც უკრაინაშია. ეს ოჯახები, ეს პატარები უამრავი ბენეფიტით სარგებლობენ,რომელიც მათ თბილისის მერიამ დაუწესა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთყველა ამ ოჯახის, ყველა ამ პატარას მხარდაჭერას, თანადგომას და ეს იქნება ჩვენიმხრიდან პასუხი იმაზე, რაც ზელენსკიმ გაჟღერა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება