fbpx

კახა კალაძე: ვერ მოინახა ერთი დალოცვილი ადამიანი, ვინც შეიძლებს, რაიმეარგუმენტი წარმოადგინოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ
ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან არაარგუმენტირებულ განცხადებებს ისმენს.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„დასავლეთის მხრიდან კრიტიკას რაც შეეხება, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ
არაარგუმენტირებულ განცხადებებს ვისმენთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვერ
მოინახა ერთი დალოცვილი ადამიანი, ვინც შეძლებს, რაიმე არგუმენტი
წარმოადგინოს და არგუმენტირებულად ისაუბროს. ცხადია, რომ არგუმენტები
უბრალოდ არ არსებობს. როდესაც შენ თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, როდესაც
არის ნაცრის თვალებში შეყრის მცდელობა, ეს ძალიან დამაზიანებელია.
პირველ რიგში, ეს ადამიანები აზიანებენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენს
მსვლელობას, დისკრედიტაციას უწევენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ
ევროპულ მომავალს თავიანთი განცხადებებით. თუმცა მიუხედავად ამ
ყველაფრისა, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ის 9-პუნქტიანი
გეგმა, რომელიც მოცემულია და ვერაფერმა და არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი
ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება