„პირველი შემთხვევა არაა, როცა რადიკალიზმზე საუბრობენ. იგივე ხდებოდა„გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. მაშინაც იყო ცრუ პროტესტი“, – ამისშესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საპროტესტო აქციებისთემის კომენტირებისას ისაუბრა.მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, პროტესტი სხვადასხვა ფორმითგამოხატოს, თუმცა, რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის იქნება განწირული.„ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება. ეს არის ცრუ პროტესტი. როდესაცადამიანი პროტესტს გამოხატავს და მისი საფუძველი არის მხოლოდ ტყუილი, რათქმა უნდა, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება. გვექნება მშვიდობა, მოხდებაქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსებით მოვახდენთევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ, პირველ რიგში, დავიცავთ ჩვენი ხალხისეროვნულ ინტერესს.პირველი შემთხვევა არაა, როცა ისინი რადიკალიზმზე საუბრობენ. იგივე ხდებოდა„გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. მაშინაც იყო ცრუ პროტესტი. ახლაციგივეა. რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული. ნებისმიერადამიანს აქვს უფლება, პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს. მაგრამ ესუნდა იყოს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა თბილისის მერმა.