თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები იმასთანდაკავშირებით, თუ რომელი პოლიტიკური პარტია საარჩევნოდ ვისთანგაერთიანდეს, მიიღება გარედან და ეს პროცესი ერთ-ერთი საელჩოდან იმართება.ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივისშეფასებისას განუცხადა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია„ახალის“ გაერთიანებას გულისხმობს.„ზოგადად, რაც შეეხება ამ გაერთიანებებს, დაშლებს, ამ გადაწყვეტილებებს არცმიხეილ სააკაშვილი იღებს, არ გვარამია, არც გახარია, არც „ლელო“. ამგადაწყვეტილებებს იღებენ გარედან. ერთ-ერთი საელჩოდან ხდება ამ ყველაფრისმართვა, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს დაროგორ. ყველა ეს პარტია, რომელიც ერთ დროს წარმოადგენდა „ნაციონალურმოძრაობას“, დღეს შეიძლება გამოდიოდეს სხვადასხვა სახელით, რაცმიზანმიმართულადაა გაკეთებული, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.როგორც იცით, „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდება ბოროტებასთან, ადამიანისჩაგვრასთან, ოჯახების გაუბედურებასთან, მაგრამ პოლიტიკური პარტიის მხოლოდსახელი ხომ არ არის მთავარი. ის შედგებოდა კონკრეტული ადამიანებისგან,რომლებისგანაც იყო დაკომპლექტებული და ვინც იღებდა უშუალოგადაწყვეტილებებს ბოროტებასთან, ჩაგვრასთან, წამებასთან დაკავშირებით. დღეს,ისინი სხვადასხვა პარტიაში გვევლინებიან და საზოგადოება ამას ძალიან კარგადხედავს, აფასებს და 26 ოქტომბერს, რაც არ უნდა გაერთიანდნენ, დაიშალონ, ამასარსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა, ერთ ან ორ პოლიტიკურ პარტიასჰქონდეს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა. დანარჩენები იბრძოლებენიმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდნენ“, – განაცხადა კახაკალაძემ.