კახა კალაძე ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ღმერთმა მოახმაროს მათ ასეთი დემოკრატია, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო

„ჩვენთვის მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და ქვეყანაში მშვიდობისშენარჩუნება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთანევროპარლამენტარების განცხადების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან დემოკრატიულპროცესებზე საუბარი არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ისინი ამბობდნენ, რომ 2012წლამდე საქართველოში დემოკრატია იყო.„არ მიკვირს, რომ ზოგიერთი გაზულუქებული ევროპარლამენტარი ამ ტიპისგანცხადებას აკეთებს. ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილს ევროპულ საზომადიყენებდნენ. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. 2012 წლამდე ქვეყანაშითითქოს „დემოკრატიის შუქურა“ გვქონდა. ღმერთმა მოახმაროს მათ ასეთიდემოკრატია, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო.მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ეს არისჩვენი პრინციპული პოზიცია. ყოველთვის დავიცავთ და გავატარებთ ისეთპოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე იქნებადაფუძნებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება