„ყველა პარამეტრით საუკეთესო შედეგი გვაქვს. კიდევ უფრო მეტ რეფორმასგანვახორციელებთ, რომ ის საბოლოო შედეგი მივიღოთ, რაც ევროინტეგრაციისგზაზე მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთანევროკომისიის მიერ 9-პუნქტიანი დათქმის შესახებ ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, მმართველმა პარტიამ, როგორც წინა 12-პუნქტიანი გეგმისშემთხვევაში, ახლაც ყველა პირობა შეასრულა, რაც ევროინტეგრაციის გზაზეადაწესებული.„ევროინტეგრაციის გზაზე აბსოლუტურად ყველა პირობა შევასრულეთ, რაცწარმოდგენილი იყო. მაგალითად, თავიდან იყო 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიცშევასრულეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ევროკავშირის წევრობისკანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. რა იყო ამის მიზეზი? პასუხი ძალიან მარტივია -მათ უნდოდათ, რომ საზოგადოება ხელისუფლებასთან დაეპირისპირებინათ.ჰქონდათ ასეთი მესიჯი, რომ ქართველები კარგი ხალხი ხართ, მაგრამხელისუფლება გყავთ ცუდიო. ამ დროს, განხორციელებული რეფორმებით,გადადგმული ნაბიჯებით გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებზე, ვისაც მაშინმისცეს სტატუსი და ჩვენ არ მოგვცეს. უბრალოდ პოლიტიკურად გამოიყენეს ესყველაფერი ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, დაგვჩაგრეს. რა შეიცვალარამდენიმე თვეში? პოლიტიკურად აწყობდათ და მოგვცეს სტატუსი. იგივე ხდებაახლაც. ეს ყველაფერი სიტყვების ბრახაბრუხია.ვიცით, რა ხდება უკრაინაში და ამას მტერს არ ვუსურვებ. ხედავთ, როგორ ჩატარდამოლდოვაში არჩევნები და რეები აკეთეს. ყველა მიმართულებით გაცილებით წინვართ ამ ქვეყნებზე. გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ვახორციელებთინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი. ყველაპარამეტრით საუკეთესო შედეგები გვაქვს. ამ მიმართულებით მომავალშიცვიმუშავებთ. კიდევ უფრო მეტ რეფორმას განვახორციელებთ, რომ ის საბოლოოშედეგი მივიღოთ, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახაკალაძემ.