თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გულშემატკივრობს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მის ბრძოლაში „დიფსთეითთან“ და საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროპის მხრიდან, სამართლიანი დამოკიდებულება და მიდგომა იყოს ჩვენი ქვეყნის მიმართ.როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც დღეს მსოფლიოში ვითარდება, გამჭვირვალობა, ასევე მედიისევროპული, კერძოდ კი ბრიტანული, სტანდარტებით რეგულირებამნიშვნელოვანია.„რაც შეეხება FARA-ს, გამჭვირვალობა პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. აღნიშნულ პრობლემაზე,როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, ყველას გვახსოვს, რამხელა შემოტევა და ზეწოლა მოდიოდა ქვეყნის გარედან, ევროპარლამენტარების, ასევე სხვადასხვათანამდებობის პირების მხრიდან. გვეუბნებოდნენ, თითქოს აღნიშნულიკანონპროექტი იყო რუსული, არადა რუსულთან საერთოდ არანაირი კავშირი არჰქონდა და ერთადერთი, რასაც ვითხოვდით, ეს იყო გამჭვირვალობა. ტრამპისგაპრეზიდენტების შემდეგ გაირკვა, რომ ის თანხები, რომლებიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში მოედინებოდა, ხმარდებოდა რევოლუციურსცენარებს, პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩასა და დაპირისპირებას,სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში.ზოგადად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოიყენებოდა აღნიშნული ორგანიზაციებიამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობა პრინციპულადმნიშვნელოვანია და, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ FARA-სანალოგი გადმოვიტანოთ საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება მედიის რეგულირებას, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანიაიმ გამოცდილების გაზიარება და გადმოტანა, რაც ამ მიმართულებით გააჩნია,მაგალითად, დიდ ბრიტანეთს.