კახა კალაძე: დაფინანსებები შემოდიოდა უცხოეთიდან და იყო მცდელობა,ხელისუფლებაში მოეყვანათ აგენტურა, რომელიც ნებისმიერ დავალებას თავდახრილი შეასრულებს

თბილისის მერის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რევოლუციური პროცესები იმართებოდა უცხოეთიდან და იყო მცდელობა, რომ ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ადამიანები მოეყვანათ.ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს უცხოელი დიპლომატებისა დაოპოზიცია-ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის პასუხადგანუცხადა.„ის ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდებოდა ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში,არ იფიქროთ, რომ ხორციელდება ადგილობრივების, ე.წ. ქართული ოპოზიციისხედვებით, ან მათ აქვთ რაიმე მოფიქრებული, რა ნაბიჯები უნდა გადადგან.ყველაფერი იმართება უცხოეთიდან, უცხოელების კარნახით. ჰქონდათრევოლუციის მოწყობის მცდელობები. ყველაფერი შემოდიოდა უცხოეთიდანიმისთვის, რომ ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება დახელისუფლებაში მოეყვანათ მათთვის სასურველი ადამიანები, აგენტურა,ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დავალებას თავდახრილი და თვალდახუჭულიშეასრულებენ. ეს არის მარტივი მოცემულობა. შესაბამისად, ჩვენ ქართველხალხთან ერთად უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, მაქსიმალურად ყველაფერიუნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს, გარედან, არ მიეცეთ იმის შესაძლებლობა,ქვეყანაში რაიმე დაძაბულობა შემოიტანონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება კითხვას რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ მორიგ ვიდეოსთანდაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის პოლიტიკისმრჩეველი საქართველოში მაიდნის სცენარის შესაძლებლობას არ გამორიცხავს,მერი პასუხობს, რომ ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანიასაუბრობს.„ჩვენ დიდი ხანია, გვაქვს დაწყებული საუბარი ამაზე. თავიდან შეიძლება, ბევრადამიანს არ სჯეროდა, თუმცა, ეს ყველამ დაინახა მას შემდეგ, რაც აშშ-ისპრეზიდენტმა თავად ისაუბრა ამაზე და გამოაქვეყნეს მთელი რიგი დოკუმენტაცია,სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ეს კონკრეტული ორგანიზაციები – USAID, NEDპირდაპირ ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობების დამხობაში, სახელმწიფო გადატრიალებაში. ამაში ხარჯავდნენ ფულს. საქართველოშიც, რა თქმა
უნდა, ყველაფერი ის, რაც ხდებოდა, ორგანიზებული იყო და არავინ იფიქროს, რომ შემთხვევით ხდებოდა. რამდენიმე მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების
და რევოლუციის მოწყობის. თუნდაც 2020 წლის არჩევნები გავიხსენოთ. ხომ ყველამ ვიცით, ის პარალელური დათვლები ვისი დაფინანსებული იყო.საზოგადოება რომ მოატყუეს, თითქოს აცდენილი იყო , არადა რეალურად ერთი ერთში იყო ცესკო-ს მიერ მიღებული მონაცემები და მათი პარალელური დათვლების შედეგი. ასეთი რაღაცები გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება,
პოლარიზაციის გაღვივება და სახელმწიფო გადატრიალება ყოფილიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება