თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოიგებს სასამართლო დავას, რომელსაც შვეიცარიულ ბანკ „Julius Bear”-ის წინააღმდეგ იწყებს.როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა,სამწუხაროა ის ქმედებები, რომელსაც ასეთი რეპუტაციის მქონე ბანკი მიმართავს.„ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი რეპუტაციის მქონე, ამხელა ბანკი ასეთ ქმედებებსახორციელებს. ეს, რა თქმა უნდა, არის შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი, თუმცაბიძინა ივანიშვილმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო. როდესაც ხარ მართალი,ყველგან შეგიძლია შენი სიმართლე გაიტანო ბოლომდე. შესაბამისად,დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაშიც ის იქნება გამარჯვებული“, – განაცხადა კახაკალაძემ.