„გახარიაც ჩვეულებრივ კოალიციაშია შესული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ერთიგუნდია ესენი. გავიხსენოთ მისი გადადგომა, რისთვის გადადგა, გადადგა„ნაციონალური მოძრაობისთვის“, ნიკა მელიასთვის“, – ამის შესახებ დედაქალაქისმერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას გიორგიგახარიას პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირებითდაკომპლექტებაზე ჰკითხეს.თბილისის მერის თქმით, დღეს არსებული რადიკალური ოპოზიციური პარტიებიკოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ.„ბევრს აქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკური პარტიები განახლებას გააკეთებენ,სიახლეებს შემოგვთავაზებენ. დღეს, ვინც ნორმალურად აზროვნებს და ანალიზისუნარი აქვს, როგორ შეიძლება იყოს აფილირებული და ასოცირებული „ნაციონალურმოძრაობასთან“, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და კოლექტიურრადიკალიზმთან, რომლებიც დღეს შეიძლება სხვადასხვა პარტიის სახით არიანწარმოდგენილი. გახარიაც ჩვეულებრივ კოალიციაშია შესული „ნაციონალურმოძრაობასთან“. რეგიონებში ნახეთ, ჩვეულებრივ კოლაციაში არიან, ერთი გუნდიაესენი. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს დასხვადასხვა დავალება“, – განაცხადა კახა კალაძემ.