კახა კალაძე არასამთავრობოების გამჭვირვალობაზე EPP-ის დამოკიდებულებაზე:ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი

თბილისის მერი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხისადმი ევროპის სახალხო პარტიის დამოკიდებულებას ორმაგ სტანდარტად აფასებს.ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლისთანახმად, ევროპის სახალხო პარტია (EPP), რომელიც საქართველოსხელისუფლებას აკრიტიკებდა „გამჭვირვალობის კანონის“ გამო, ახლა თავადსაუბრობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია.„ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. გამჭვირვალობას ცხადია, არ აქვსალტერნატივა. როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა ცუდი იყოს, ან დემოკრატიისწინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი? ეს ხომ წარმოუდგენელია? უბრალოდ მაშინ ასესჭირდებოდათ და ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. აღნიშნულ კანონპროექტსფუთავდნენ „რუსულ კანონად“, როცა მას რუსეთთან საერთოდ არანაირი კავშირიარ აქვს. ის ერთადერთ რამეს ითხოვდა – გამჭვირვალობას. თანხები, რომელიცშემოდიოდა უცხოეთიდან, ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ ხმარდებოდა პირდაპირპოლიტიკას, შავი ფული იხარჯებოდა პოლიტიკაში, ხმარდებოდა რევოლუციურსცენარებს, სახელმწიფო გადატრიალებას და მთავრობის დამხობის სცენარებს, რისიმომსწრენიც არაერთხელ გავხდით, მაგრამ არ გამოუვიდათ, ამიტომ გამჭვირვალობამნიშვნელოვანია. ის მნიშვნელოვანია ევროპაშიც, ამერიკაშიც.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევის შემდეგ პირველი, რაზეც ისაუბრადა გააკეთა მითითებები, იყო იმ ორგანიზაციების დახურვა, მათ ტრანზაქციებზეკითხვები. მაგალითად NEED, USAID. უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში იმისთვის, რომსახელმწიფო გადატრიალებები მოეწყოთ. შესაბამისად, გამჭვირვალობამნიშვნელოვანია და კანონი, რომელიც მივიღეთ, მოგვცემს შესაძლებლობას,ვნახოთ, თუ რა პროექტებში იხარჯება თანხები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება