კახა კალაძე:მამუკა ხაზარაძემ ძალიან კარგად იცის თავისი წარსული-მასკონკრეტული როლი და ფუნქცია ჰქონდა„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს

„როდესაც ხარ მართალი ადამიანი, ვერანაირი საგამოძიებო კომისია ან ვინმესმხრიდან დაბარება ვერ შეგაჩერებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემპროკურატურაში პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისდაბარებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.მისი შეფასებით, მამუკა ხაზარაძეს არ აქვს სურვილი, საზოგადოებამ დაინახოს,თუ რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში.„როდესაც ხარ მართალი ადამიანი, ვერანაირი საგამოძიებო კომისია ან ვინმესმხრიდან დაბარება ვერ შეგაჩერებს და, რა თქმა უნდა, გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რაცშენთვის მნიშვნელოვანია. ამ ადამიანმა კარგად იცის თავისი წარსული, რა აქვსგაკეთებული – მას კონკრეტული როლი და ფუნქცია ჰქონდა „ნაციონალურიმოძრაობის“ ხელისუფლების დროს. შესაბამისად, არ აქვს სურვილი, საზოგადოებამკიდევ ერთხელ დაინახოს, თუ რას აკეთებდა და რა კონკრეტული მისია ჰქონდა„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება