ჟურნალისტი გელა ზედელაშილი წერს-
ეს ადამიანი დღეს, ვინმე კახაბერ ილურიძე ორხევში ღნაოდა, არიქა, სახლი დამინგრიეს, ღია ცის ქვეშ დამტოვეს ამ ბარბაროსებმაო!

ჰოდა, ამ ვინმე კახაბერ ილურიძეს, სახლი რომ დაუნგრიეს ,,ბარბაროსებმა”, 2015 წელს, როგორც 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულს, კომპენსაციის სახით მიღებული აქვს 356 274 ათასი ლარი.

გარდა ამისა, ამ ვინმე კახაბერ ილურიძის სახელზე დაფიქსირებულია ორი ფართი და თანაც ვაკეში.გაიგონეთ? ვაკეში აქვს ორი საცხოვრებელი ფართი და ამავე დროს მოუნდა ორხევშიც, ნიავზე, ბუნებაში.

რა გამოდის?რა თქმა უნდა, გამოდის თაღლითობა!კი, მაგრამ ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია? ტიპებს სახლებიც აქვთ, ფართებიც, მიწებიც, კაი მსუყე ნაჭრებიც აქვთ წაღებული ბიუჯეტიდან და ამავე დროს საშოვარზე არიან გამოსულები – სადაც რა მოეწონებათ, ითვისებენ.უკანონოდ აშენებულს დაუნგრევენ და მერე ღნავიან, იტყლარჭებიან, ცის ქვეშ დაგვტოვეს, არიქა, გვიშველეთ, ბინები გვიქირავეთო.

ავოიეეეეე!ამათ, ბინები არ ვიცი, მაგრამ საკნები ნამდვილად ეკუთვნით გლდანის საპყრობილეში!